26 აპრილი 2024,   10:22
ვრცლად
"შვილო დაწყნარდი, ნუ უზრდელობ" - ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ნარინჯისფერ ტყვიებზე დასმულ შეკითხვას, აგრესიით პასუხობს

"შვილო დაწყნარდი, ნუ უზრდელობ, დაწყნარდი"- ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, 20 ივნისის ღამეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობისა და ე.წ. ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვებზე.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გაღიზიანება სხვა კიტხვებმაც გამოიწვია, რომელზეც მან ასევე  უხეში პასუხი გასცა მედიის წარმომადგენლებს:

"სად გაიზარდე შვილო... კოლეგას მაინც ეცით პატივი, კითხვაზე მაპასუხებინე, კითხვა დასვა,"-მიმართა ივანიშვილმა ერთ-ერთ ჟურნალისტს.

„ქართული ოცნების“ ლიდერი ჟურნალისტების შეკითხვებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პასუხობდა.

დღის ამბები