28 აპრილი 2024,   13:31
ვრცლად
ლიფტის შახტში 16 წლის მოზარდის დაღუპვის საქმე - სასამართლო სამშენებლო კომპანიის დირექტორის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში სამშენებლო კომპანია "ჯე ვი კე ჰოსპიტალიტის" დირექტორის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. მის წინააღმდეგ საქმე სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით მიმდინარეობს.

საქმე ეხება დოლაბაურის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას. რამდენიმე დღის წინ, არასრულწლოვანი, რომელსაც ადგილზე კანონის ყველა ნორმის დარღვევით ამუშავებდნენ,  ლიფტის შახტში ჩავარდა და დაიღუპა.

კომპანიის ინდოელი მფლობელის ადვოკატი, ბაჩუკი ქირია ამბობს, რომ გამოძიება ამ დღეების მანძილზე მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ როგორმე დირექტორისთვის ბრალი წარედგინა, რეალური დამნაშავეები კი არ ჰყავთ დადგენილი. ქირია გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. 

"მას მიაჩნია, რომ იმიტომ არის დაკავებული, რომ არის ინდოელი და არ არის თანაბარ მდგომარეობაში. დავაყენებთ გირაოს, რათა ვიდრე გაირკვევა ვინ არის დამნაშავე პირი, არ იყოს პატიმრობაში,"-ამბობს ქირია. 

გამოძიება საქმეზე შს სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. 

დღის ამბები