15 ოქტომბერი 2019,   06:48
ვრცლად
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთვრობოები „რუსთავი 2-ის" გუნდს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ

სრული მხარდაჭერა „რუსთავი 2-ის" გუნდს - სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთვრობო ორგანიზაციები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ჟურნალისტებს, რომლებიც მაუწყებლის ახალი მფლობელის პირობებში იძულებული არიან, დაიცვან საკუთარი უფლებები.

ტელეკომპანიაში გამართულ შეხვედრაზე ღიად ითქვა, რომ ყველაზე გავლენიანი არხის დახურვა, რომელიც უპირობოდ იბრძვის დემოკრატიული ღირებულებებისთვის, დასავლური ორიენტაციისთვის და ოკუპაციის წინააღმდეგ, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქართულ სახელმწიფოს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მზად არიან, "რუსთავი 2-ის" გუნდის სამართლებრივი უფლებები სასამართლოში დაიცვან, თუკი ახალი მენეჯმენტი კონტრაქტებს უსაფუძვლოდ შეწყვეტს.

მედიაექსპერტები თანხმებიან, რომ "რუსთავის 2-ს" ახლა გადარჩენა სჭირდება და გუნდმა უნდა აჩვენოს პრეცედენტი, რომ მფლობელის შეცვლის შემთხვევაში, აგრძელებს ბრძოლას თავისუფლების შესანარჩუნებლად.

„რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების ნათქვამს საელჩოების წარმომადგენლები მსოფლიოს დედაქალაქებამდე მიიტანენ.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც შესაძლოა, ივანიშვილის ხელისუფლებამ „რუსთავი 2-ის" გასანეიტრალებლად გამოიყენოს, ფინანასური რესურსების გადაკეტვა, თუმცა უკვე დიდი ხანია, არხი მედია რეიტინგების ლიდერია და, შესაბამისად, სარეკლამო შემოსავლის მობილიზება რთული არ უნდა იყოს.

დღევანდელ შეხვედრას „რუსთავი2-ში" ესწრებოდნენ ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის, ლიეტუვას და ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლები, IRI-ს NDI-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები.

ისინი ამბობენ, რომ ერთია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო, მეორე, მედიაპლურალიზმის და სიტყვის თავისუფლება, რომელსაც საფრთხე არ უნდა დაემუქროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნაში დემოკრატიული პროცესების განვითარება შეჩერდება.

დღის ამბები