28 აპრილი 2024,   20:38
ვრცლად
სვანეთი და ჭალაადის ხეობა ისევ სტიქიური უბედურების ზონაა - თითქმის, 70-მილიონიანი პროექტი წყალმა წაიღო, ერთი სოფელი კი გარესამყაროს მოწყვეტილია

სვანეთი და ჭალაადის ხეობა ისევ სტიქიური უბედურების ზონაა. სტიქიამ ჭალაადის ჰესი მთლიანად გაანადგურა. თითქმის, 70-მილიონიანი პროექტი წყალმა წაიღო.

ჩამონგრეული ბეტონის კონსტრუქცია კი მდინარის ვიწრო ხეობაშია გაჭედილი და არსებობს საფრთხე, რომ წყალი შეგუბდეს და ხეობის სოფლები წაიღოს.

გარესამყაროს ამ დრომდე მოწყვეტილია მესტიის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი მოსახლეობა კვლავაც საფრთხის წინაშეა და დახმარებას ითხოვს.

ადგილობრივი მცხოვრები, ანი ჩართოლანი ამბობს, რომ წყლის ნაკადი იმატებს. ამასთან ერთად, მისი თქმით, წყალმომარაგების მილები წაღებულია და სასმელი წყალი მესტიას არ მიეწოდება.

„როგორც სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, ესეც არ აღდგება ერთი-ორი დღის მანძილზე მაინც, სანამ არ გაიწმინდება. 10 მილიონის ზარალს ვარაუდობენ,“ - ამბობს ადგილობრივი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური ჯგუფის წევრი, დურმიშხან ჭელიძე ამბობს, რომ მდინარე ღვარცოფული ხასიათისაა და გასულ წლებშიც რამდენჯერმე ადიდდა. ჭელიძის თქმით, დაბას დიდი ზარალი არ მიადგა, რადგან ძირითადი დარტყმა ჰესის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს მიადგა, რამაც დამცავი როლიც ითამაშა. ჭელიძე ამბობს, რომ მდინარის ადიდება არა აფეთქებებმა, არამედ მყინვარების დნობამ გამოწვია.

დღის ამბები