28 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
შეკვეთილში გამართული აქციის მონაწილეები ზედმეტი ხმაურის გამო გამოკითხვაზე დაიბარესა

ოზურგეთის პოლიციაში შეკვეთილში გამართული აქციის მონაწილეების გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები „კურიერთან“ საუბარში ყვებიან, მათ ოზურგეთის პოლიციიდან გუშინ დაუკავშირდნენ და პოლიციაში გამოკითხვაზე მისვლა სთხოვეს.

პოლიცია აქციის მონაწილეებს, რომლებიც სახელწოდებით "გააღვიძე ოლიგარქი" რამდენიმე დღეა, ექსპრემიერ ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკვეთილში აქციებს მართავენ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ხმაურის დოზის გადამეტების გამო ედავება.

„ყოველ საღამოს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ვატარებთ ე.წ. პროტესტს, აქციას, „გააღვიძე ოლიგარქი“. ამასთან დაკავშირებით ოზურგეთის პოლიციიდან დაგვიკავშირდნენ, ჩვენ ზედმეტი ხმაურის გამო დაგვიბარეს, რომ დაგვკითხონ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მორიგი ტრიუკი, რომელიც არ გაუვა,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ანზორ კუბაევმა.

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი, გია ხალვაში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრისა და მისი დაცვის თანამშრომლის მხრიდან პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ აქციის მონაწილეები ხმაურობდნენ. მისი თქმით, არცერთ კანონმდებლობაში არ ჯდება ის, რომ აქცია ხმაურის გარეშე უნდა ჩატარდეს.

დღის ამბები