28 აპრილი 2024,   14:44
ვრცლად
ოქრუაშვილი საქმე - ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს 

ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს მისი ადვოკატი. უფლებადამცველი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციოში გაასაჩივრებს და პარალელურად წარადგენს ყველა მტკიცებულებას, რომელიც დაცვის მხარეს ოქრუაშვილის უდანაშაულობის დასაბუთების მიზნით აქვს მოპოვებული.

ადვოკატი შუამდგომლობად, ოქრუაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას დააყენებს. უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ გამარჯვებული საქართველოს ლიდერი უდანაშაულოა, მისი დაკავება კი პოლიტიკური ნიშნით, მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ მან "რუსთავი 2"-ის წილებზე პრეტენზია გამოთქვა.

გავასაჩვრებთ გადაწყვეტილებას, რომელიც აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და სამ არგუმენტთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებები გვაქვს. კონკრეტული არგუმენტები გვაქვს და წესით და რიგით ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდება იმაში, თუკი ჩახედავს საქმეს, რომ ეს ღონისძიება, პატიმრობა იყო ძალიან მძიმე, უკიდურესი და ამის საჭიროება არ არსებობდა. თ მაინც ჩათვლის სასამართლო, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ვერ დავტოვებთ და რაღაც უნდა გამოვიყენო, ალტერნატივა აქვს, ერთ გირაოს სახით და მეორე პირადი თავდებობის სახით,“-განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.  

დღის ამბები