14 ოქტომბერი 2019,   13:13
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ხელისუფლებას წინასწარ შერჩეული ჰყავს - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები პროცესს უნდობლობას უცხადებენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამრთლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება.  დღეს მერაბ ლომიძესა და გენადი მაკარიძეს მოუსმენენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პროცედურას ჯერ კიდევ დასაწყისიდანვე უცხადებდნენ უნდობლობას და ახლაც ფიქრობენ, რომ გასაუბრება საერთოდ უნდა შეჩერდეს.

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ამბობენ, რომ შერჩევა მხოლოდ ფორმალობაა, სინამდვილეში კი ხელისუფლებას კანდიდატები წინასწარ ჰყავს შერჩეული.  

„პარლამენტს არ ექნება სავარაუდოდ განხილვა აგვისტოში, იმიტომ რომ მთელი საქართველო უყურებს.გარეთ გამოვიტანეთ სასამართლო სისტემის ცუდიც და კარგიც, ხალხმა თვითონ დაინახა, ვინ ელემენტარულ კითხვებს ვერ პასუხობს და ვინ ადის იმ დონემდე,რომ აკმაყოფილებდეს სასამართლოს უმაღლეს პოსტს,“-ამბობს ანა დოლიძე.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით კი, უკანონობაა ისიც, რომ დიმიტრი გვრიტიშვილი ხელმძღვანელობს გასაუბრების პროცესს. 

დღის ამბები