28 აპრილი 2024,   06:50
ვრცლად
10 ათასი დოლარი - სასამართლოს გადაწყვეტილებით სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა არა ქრთამის, არამედ საჩუქარი მიიღო 

ქრთამის ნაცვლად საჩუქარი -  თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, ლევან შონია დამნაშავეა უკანონო საჩუქრის მიღებაში.

საუბარია, 10 000 დოლარის ოდენობის თანხაზე, რომელიც შონიას მითითებულ ანგარიშზე ქრთამის სახით ჩარიცხეს. ახლა ყოფილ გუბერნატორს ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. შონიას ადვოკატი განმარტებებს არ აკეთებს, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ კორუფციულ დანაშაულთან, და არავის უცდია იმის გარკვევა, რის სანაცვლოდ აჩუქეს გუბერნატორს 10 000 დოლარი. ხელისუფლებას კი სიმართლის ბოლომდე გარკვევა არ სურს.

Related image„ჩვენს მუნიციპალიტეტებში გაჩაღებულია აღვირახსნილი მექრთამეობა, შევარდნაძის დროს რომ იყო იმაზე მეტი, რადგან დღეს სახელმწიფოში მეტი ფულია და დღეს მურუსიძის, ანუ ივანიშვილის სასამართლომ თქვა,რომ ქრთამი არის საჩუქარი და პრობლემა არ არის. ეს დაპატიმრებაც მოხდა იმიტომ, რომ ჩანაწერი იყო და ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში იყვნენ. ზუგდიდში არ მომხდარა არაფერი ისეთი, რაც არ ხდება სხვა მუნიციპალიტეტებში. ეს შეურაცხყოფაც არის საზოგადოების.

ეს საქმე კარგი მაგალითია,როგორ ჩამოიშალა სასამართლო და როგორ თანდათან იძენს ჩვენი ქვეყანა ბანანის რესპუბლიკის ნიშნებს  ჩვენი ქვეყანა ივანიშვილის ხელში,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი.

„ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ლევან შონია მიხვდა, ხელისუფლება ბოლო დღეებს რომ ითვლის, სწორედ ამიტომ პატიმრობაში დარჩენას ბრალის აღიარება არჩია.

Image result for მურთაზ ზოდელავა„ყველასთვის გასაგებია, რომ შონიამ აიღო ქრთამი, თვითონაც ძალიან კარგად იცოდა, რომ ქრთამის აღებაში იყო მხილებული. ერთადერთი რის გამოც მან საპროცესო შეთანხმებას მოაწერა ხელი, ანუ აღიარა დანაშაული ეს იყო ის რომ ჯერა სანამ ივანიშვილის არის ეს პროკურატურა მანამდე იქნებ რამენაირად მიიღო ის პირობები, რაც მიიღო, ანუ არასაპატიმრო სასჯელი. შონიაც გრძნობს იმას, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ბოლო ეტაპშია და მას ჰქონდა შეგრძნება,რომ სანამ ჯერაც ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება,“-ამბობს მურთაზ ზოდელავა.

დღის ამბები