28 აპრილი 2024,   20:25
ვრცლად
„არ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ანტირეკლამა არ უნდა არსებობდეს" - არასამთავრობოები საარჩევნო კანონის რეფორმის ხარვეზებზე საუბრობენ

საარჩევნო კანონში შესატანი ცვლილებები არ პასუხობს არც ერთ გამოწვევას - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმ კანონპროექტს, რომელზეც უკვე მეორე დღეა ფართო კონსულტაციები მიმდინარეობს.

მათი შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია იყო საარჩევნო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი შეცვლა, ხოლო ის რაც წარადგინა მმართველმა გუნდმა არ შეიძლება საარჩევნო რეფორმად იქნას განხილული. სულხან სალაძის განცხადებით, საია არ იზიარებს ჩანაწერს, სადაც ანტირეკლამის აკრძალვასა და სანქციებზეა საუბარი.

Image result for სულხან სალაძე„არ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ანტირეკლამა არ უნდა არსებობდეს. ეს არის პოლიტიკური რეკლამის ნაწილი, პოლიტიკური პარტიები რაზე ააგებენ მათ შეტყობინებებს დამოკიდებულია ამ პოლიტიკურ პარტიებზე, აქ აქცენტების გადატანა მედიაზე, შეზღუდვების შემოტანა ეს ჩვენს სახელმწიფოში იმუშავებს უფრო ცუდად, ვიდრე ის რომ დააზღვიოს გარკვეული სიკეთეები, რომელსაც თითქოს უნდა ემსახურებოდეს ის,“-აცხადებს საიას თავმჯდომარე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მენეჯერის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, ახალი ცვლილებები პრობლემას პოლიტიკური პარტიების გარდა მედიასაც უქმნის. მისი თქმით, მედიაორგანიზაციებს მკაცრი სანქციების პირობებში კომფორტულად მუშაობის შესაძლებლობა ვერ მიეცემათ.

Related image„მედიაორგანიზაციები ძალიან ფრთხილები უნდა იყვნენ კამპანიის დროს ვინაიდან სანქციებიც მკაცრდება, ვფიქრობ ეს ასევე არ შეუწყობს ხელს მედიისთვის კომფორტული გარემოს შექმნას საარჩევნო კამპანიის დროს. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს აქ რეგულირდება სიძულვილის ენა, როგორც ჩანს ფართო გაგებით და კონტრაგიტაციის საკითხი,“ -განაცხადა ნატროშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები