28 აპრილი 2024,   08:55
ვრცლად
საარჩევნო კანონში შესატანი ცვლილებები - ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებს აყენებს

საარჩევნო კანონში შესატანი ცვლილებები - ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებს აყენებს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია კენჭისყრის ფარულობის დაცვის შესახებ კანონში კონკრეტული გარანტიები არსებობდეს.

„ვსვამთ რამდენიმე საკითხს, რომლიც ეხება ერთი საარჩევნო უბნებთან კრიმინალური ავტორიტეტების შეკრებას, მოქალაქეების შევიწროებას და ნების თავისუფალ გამოვლენაზე ზეგავლენა - ეს საკითხი მიგვაჩნია, რომ მოსაგვარებელია. მეორე, კაბინაში ტელეფონის შეტანა და კენჭისყრის ფარულობის დარღვევა იქნება საზრუნავი და მესამე საკითხი ეხება სოციალური დახმარებების მოხსნას და ამ მხრივ უნდა შეიზღუდოს მთავრობა,რომელიც მოქალაქეთა სიღარიბით სარგებლობს,“-ამბობს ოთარ კახიძე.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრების განცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს ყველაფერს, რათა ოპოზიციამ ვერ მოახერხოს გაერთიანება. პაატა დავითაიას თქმით, გარდა ბლოკების გაუქმებისა, ამ ცვლილებებით პოლიტიკურ ველთან ერთად საინფორმაციო ველიც ვიწროვდება.

გაერთიანებული ოპოზციის წევრი მურმან დუმბაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება 12 პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მოქმედებს თუმცა ეს შედეგს ვერ გამოიღებს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი  გიორგი ახვლედიანი კი ამბობს, რომ რადგან არჩევნებზე აღარ იქნება მაჟორიტარული ოლქები დასათლელი, ეს ნიშნავს, რომ ცესკო ადრე გააცნობს მოქალაქეებს არჩევნების პირველად შედეგებს. შესაბამისად ახვლედიანის თქმით, ეგზიტპოლები აზრს კარგავს და ის უნდა გაუქმდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები