28 აპრილი 2024,   03:43
ვრცლად
2020 წლისთვის ჩვენ მოგვიწევს ისეთ საარჩევნო გარემოში შესვლა, სადაც მოსუფთავებული არის საარჩევნო ველი "ოცნებისთვის" - ლევან ბეჟაშვილი

მმართველი გუნდის რეგულაციები და ახალი ვალდებულებები მედიისთვის - ოპოზიცია ნაწილობრივი ცენზურის დაწესებაზე საუბრობს.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სერიოზული პრობლემები ექმნება.

ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, მედიასაშუალებებს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა სარეკლამო რგოლი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხომ არ არის სიძულვილის ენა გამოყენებული.

Image result for ლევან ბეჟაშვილი„თუ შემოთავაზებული ცვლილებები ასეთი სახით მიიღეს, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიები ვერ გააკრიტიკებენ სამთავრობო პოლიტიკას და სარეკლამო რგოლებში შეზღუდული იქნება ეს კრიტიკა. მეორე, რომ შეზღუდული იქნება თავად სარეკლამო დროს პოლიტიკური პარტიებისთვის და შინაარსს გაუკონტროლებს ხელისუფლება პოლიტიკურ პარტიებს. და ამისთვის კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებებს ზრდიან. რაც ბუნებრივია პრობლემა არის. აშკარად, 2020 წლისთვის ჩვენ მოგვიწევს ისეთ საარჩევნო გარემოში შესვლა, სადაც მოსუფთავებული არის საარჩევნო ველი „ქართული ოცნებისთვის“ და პოლიტიკური პარტიისთვის, ოპოზიციისთვის შეზღუდული სფერო იქნება საქმიანობისთვის,“-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი საარჩევნო ცვლილებების პაკეტი მიუღებელია ”პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს” პოლიტიკური მდივნისთვისაც. პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მთავარი პრობლემა, რაც აქამდე არსებობდა და რომელის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას ეხება კვლავ მოუგვარებელია. ასევე გაუკონტროლებელი დარჩება ე.წ. შავი ფული რომელსაც ქართული ოცნება მის კოორდინატორებს უხდის.

Related image„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ნამდვილად პოზიტიური. დანარჩენ საკითხებზე გადასვლა არის დაკავშირებული „ქართული ოცნების“ ინტერესებთან. მაგალითად, მთავარი პრობლემა რაც ახდენს ზეგავლენას არჩევნებზე გახლავთ საარჩევნო ადმინისტრაციები, სადაც "ქართულ ოცნებას" 12 წევრისგან ჰყავს 9 წევრი და ამ მიმართულებით არაფერი არ იცვლება.ასევე არსებითი საკითხია პარტიების დაფინანსება და დიდი ოდენობის შავი ფული, როცა ჩვენ დადასტურებულად ვიცით ქართული ოცნების კოორდინატორების ანაზღაურება არ არის დადასტურებული. ეს არის პირდაპირი მოსყიდვა, გასაუბრება და ამ მიმართულებით არანაირი რეგულაციები არ შესულა,“-განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ლეიბორისტული პარტია“ კი ინიციატივით გამოდის საარჩევნო ცვლილებებს კიდევ ერთი პუნქტი ჩაემატოს. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით მანდატი უნდა შეუწყდეს იმ დეპუტატს რომელიც პარლამენტში ერთი პარტიის სიით შევა და შემდეგ სხვა პარტიაში გადავა.

Image result for ლაშა ჩხარტიშვილი„გარდა იმისა, რომ პროპორციული სისტემაზე იმედია საბოლოოდ მაინც გადავალთ და ეს  მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია, სხვა მხრივ რეალურად ცვლილებებს არ ითვალისწინებს სახელისუფლებო პროექტი. არის დემოკრატიულობის შირმის შექმნის მცდელობა. დრეს ჩვენ ვაყენებთ ინიციატივას ძალიან მნიშვნელოვანს, რომ დეპუტატი  რომელიც ამა თუ იმ პარტიის სიით იქნება გასული, თუ კი შეიცვლის პარტიულობას ან დატოვებს პარტიას უნდა შეუწყდეს მას მანდატი, ეს დაასრულებს სამუდამოდ ამ ქვეყანაში მანდატებით ვაჭრობას,“-განაცხადა  ლაშა ჩხარტიშვილმა და მაგალითისთვის ლადო კახაძე მოიყვანა. 

დღის ამბები