28 აპრილი 2024,   10:38
ვრცლად
მოსამართლის ფიცს უნდა ამაღლებული გარემო და არა ისე, „კიდევ ერთხელ დამაფიცე, მარგალიტა დეიდა“ - უვადო მოსამართლეობის კანდიდატი სხირტლაძე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება დღესაც გრძელდება. ამ წუთებში საბჭოს წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ნუგზარ სხირტლაძეს უსმენენ. სხირტლაძე უკვე 20 წელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, თუმცა ამჯერად უვადო მოსამართლეობა სურს.

სხირტლაძემ ყურადღება მოსამართლეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის სწავლებასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. კანდიდატმა ასევე მოსამართლეების ფიცის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ფიცი ბოლო პერიოდში ის შესაბამის დატვირთავს აღარ ატარებს.

„როდესაც საქმეთა რაოდენობა იზრდება უკვე უბრალოდ ფიზიკური შესაძლებლობა ვერ ხერხდება, გარდა ამისა, ვთქვათ, ხარისხს გააუმჯობესებდა, ჩემის აზრით, მე აზრი ჩამომიყალიბდა ამ სკოლასთან დაკავშირებით, რომ მეტისმეტი პრაგმატიზმი , აი, ვთქვათ, სწავლება მიმართულია მხოლოდ იმაზე, რომ ტესტები ჩავაბარო. ფიცს ვანიჭებ სამართლებრივ მნიშვნელობას. ზოგიერთ შემთხვევაში გაუფასურდა ეს ფიცი. ამას უნდა რაღაც ამაღლებული გარემო და არა ისე, რომ „კიდევ ერთხელ დამაფიცე, მარგალიტა დეიდა“, -განაცხადა სხირტლაძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ასევე გასაუბრება თამარ ლალიაშვილთანაც იგეგმება, რომელიც 2006 წელს უზენაესი სასამართლოდან გაათავისუფლეს. მაშინ ლალიაშვილი მის გათავისუფლებაში ლევან მურუსიძეს ადანაშაულებდა და გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოშიც კი გაასაჩივრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები