28 აპრილი 2024,   09:12
ვრცლად
საზღვარი დაარღვია რუსეთმა, ომი დაიწყო რუსეთმა და წერტილი - ბერძენიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებას ჩხირკედელაობას უწოდებს

რუსეთი ოკუპანტია და ომი რუსეთმა დაიწყო, წერტილი - არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არსებითი შინაარსის მხოლოდ იმას აქვს, ვინ დაარღვია საზღვარი და ვინ განახორციელა ინტერვენცია.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მომავლის პრობლემა არ არის, რუსეთის ხელდასმული პირები რუსეთს, რომ ენის მოჩლექით ელაპარაკებიან.

"უმცირესობისკენ არის სიმართლე კრიტიკულ ვითარებაში და ამ უმცირესობის წარმომადგენლები და ყველაზე მაგარი ქართველები არიან გიორგი ანწუხელიძე შინდისელები და ბევრი სხვა. საზღვარი დაარღვია რუსეთმა, ომი დაიწყო რუსეთმა და წერტილი. ოკუპანტია რუსეთი ინტერვენციაც იყო და ახლა ჩხირკედელაობა იმაზე, ვინ როდის როგორ მოიქცეოდა, თავის დროზე ბევრი გვაქვს ნათქვამი, მაგრამ არსებითად არაფერს ცვლის, არსებითია, რომ რუსეთია ოკუპანტი და ვინც რუსებს ენის მოჩლექით ელაპარაკება და ვინც მათი ხელდასმულია საბჭოთა კომკავშირულ - პროფკავშირულ, კომუნისტური წარმომავლობიდან ეს არის მათი პრობლემა და ეს არ არის საქართველოს მომავლის პრობლემა,“-ამბობს ბერძენიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ 9 პუნქტიანი საბრალდებო დასკვნა და რუსული პროპაგანდის ქართული თარგმანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. რუსეთ საქართველოს ომის დაწყებიდან, 11 წლისთავზე, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ზუსტად იმეორებს კრემლის შეფასებებს და ომის დაწყებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს. ვოლსკის ეს განცხადება, ერთგვარი გაგრძელებაა ქართული ოცნების ხელისუფლების პირველი პირების, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტის იმ შეფასებების, რომელსაც საზოგადოების კრიტიკა უკვე არაერთხელ მოჰყვა, თუმცა მმართველი გუნდის ლიდერი, ისევ იმეორებს, რომ ომის დაწყებაში დამნაშავე არა ოკუპანტი ქვეყანა, არამედ ომის მსხვერპლი- საქართველოა.

ამავე თემაზე
დღის ამბები