28 აპრილი 2024,   03:30
ვრცლად
ესტონეთის საპასუხო ზომები - ტალინი რუსულ პასპორტებს არ აღიარებს

ესტონეთმა პუტინის რეჟიმის ე. წ. პასპორტიზაციის წინააღმდეგ საპასუხო ზომები აამოქმედა. ტალინი არ აღიარებს რუსულ პასპორტებს, რომელსაც მოსკოვი ანექსირებულ ყირიმსა და პრორუსული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს ურიგებს. ტალინში მიღებული გადაწყვეტილება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაასაჯაროვა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ გაცემული განკარგულება დონბასის მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების დაჩქარებული წესით გაცემა, უკრაინის დამოუკიდებლობის დარღვევის მორიგი მცდელობაა და ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში არასტაბილური სიტუაციის სამუდამოდ დამკვიდრებას ემსახურება.

ესტონეთი ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა, მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება მხოლოდ კანადამ მიიღო.

დღის ამბები