28 აპრილი 2024,   01:44
ვრცლად
"დადასტურებულად იქნას ცნობილი გენოციდი ქართველი ხალხის გასანადგურებლად" - ნათელაშვილი პარლამენტს დადგენილების მიღებას სთხოვს

უახლოეს დღეებში რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ე.წ. დუმა იწყებს დადგენილების პროექტის განხილვას იმის თაობაზე, რომ ოსებს მოვუწყვეთ გენოციდი - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტს ქართველი ერის ისტორიული გენოციდის შესახებ დადგენილების პროექტის მიღებისკენ მოუწოდებს.

"მიიღეთ დადგენილება, რომლის პროექტსაც ახლა მე წავიკითხავ. სხვა შემთხვევაში პუტინი აპირებს იგივე დადგენილების მიღებას, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ იქ ჩვენ ვართ გენოციდის ავტორები.

დადასტურებულად იქნას ცნობილი, ისტორიული და მიმდინარე გენოციდი ქართველი ხალხის გასანადგურებლად. მეორე - არსებული ფაქტობრივი მტკიცებულებისა და მასალის საფუძველზე ყველა სახელმწიფო ორგანომ უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს ქართველი მხილებული ეჭვმიტანილი თანამონაწილე პირთა მიმართ ხალხის გენოციდში სისხლისა და საერთაშორისო სამართლებრივი დევნის განხორციელება.

მესამე - ეთხოვოს მსოფლიო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა ქვეყნის მთავრობას, პარლამენტებს, აღიარონ ქართველი ხალხის ისტორიული და მიმდინარე გენოციდი,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები