30 აპრილი 2024,   18:27
ვრცლად
რუსეთმა გაზარდა სამხედრო ყოფნა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ 11 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო. ურმას რეინსალუ სოციალურ ქსელ ტვიტერის გვერდზე განცხადებას აქვეყნებს. მისი განცხადებით,  გრძელდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. 

"2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, რუსეთმა გაზარდა სამხედრო ყოფნა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, გრძელდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაც. საერთაშორისო ნორმები დაცული უნდა იყოს," - აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები