30 აპრილი 2024,   20:05
ვრცლად
კამათი იუსტიციის საბჭოს სხდომაზე - გიორგი ტყავაძესთან გასაუბრება გრძელდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი ტყავაძეს უსმენენ, ხმაურია. კამათი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შეკითხვას მოჰყვა. დოლიძე დაინტერესდა, როგორ მოხვდა ტყავაძე მოსამართლეთა სადავო სიაში, ხომ არ დაეხმარა მას მიხეილ ჩინჩალაძე. ანა დოლიძის შეკითხვას კამათი მოჰყვა.

"კომუნიკაცია მქონდა მიქაუტაძესთან და შემომთავაზა, რას ვფიქრობდი უზენაეს სასამართლოზე, მე ვუთხარი, რომ ყველგან ვიმუშავებ, სადაც სისტემას დასჭირდება," - განაცხადა ტყყავაძემ.

გიორგი ტყავაძე იმ ხმაურიან სიაში იყო, რომელიც საბჭომ დეკემბრის თვეში პარლამენტს გადაუგზავნა და რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით განხეთქილების მიზეზი გახდა.

კამათი სხდომაზე ცოტა ხნის წინაც იყო. ხმაური იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შეკითხვას მოჰყვა, რომელმაც ტყავაძეს მიხეილ ჩინჩალაძის დახასიათება მოსთხოვა. ამ კითხვამ იუსტიციის საბჭოს მოსამარლე წევრების გაღიზიანება გამოიწვია და ნაზი ჯანეზაშვილი ჭორების გავრცელებაში დაადანაშაულეს.

დღის ამბები