30 აპრილი 2024,   13:01
ვრცლად
რატომ აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლება ომის წლისთავს კრემლის მიერ დაწესებული თარიღით - პრემიერი კითხვას გაექცა

რატომ აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს ომის წლისთავს კრემლის მიერ დაწესებული თარიღით - პრემიერმინისტრი დღეს ამ შეკითხვას გაექცა. მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას პასუხი არ გასცა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების პირველი შენაერთები როკის გვირაბის გავლით საქართველოში 7 აგვისტოს შემოვიდნენ. ოპოზიციაც და მთელი დასავლური სამყაროც აგვისტოს ომის ტრაგიკულ მოვლენებს გუშინვე 7 აგვისტოს გამოეხმაურა, ხელისუფლების წარმომადგენლები კი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს გამოჩნდნენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ როცა ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის საზღვარს არღვევს საერთაშორისო სამართლით ეს სამხედრო აგრესიაა, აგვისტოს ომის 8 რიცხვში აღნიშვნა კი რუსული ვერსიის გამეორებაა.

დღის ამბები