27 აპრილი 2024,   22:03
ვრცლად
პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გრემისხევში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი სოფელ გრემისხევში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივებს გზის მშენებლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გააცნო, რომლის პირობაც მოსახლეობას ერთი თვის წინ, თიჯრობის დღესასწაულზე სტუმრობისას მისცა.

ზურაბიშვილის განცხადებით, 12 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება.

„პირველი ჩამოსვლის დროს შეგვპირდა ქალბატონი სალომე, რომ აუცილებლად მოხედავდა სოფელს და სოფლისთვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო რაიონთან დასაკავშირებელი გზა. ის, რასაც შეგვპირდა ქალბატონი სალომე დღეს გააჟღერა,“- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.  

დღის ამბები