28 აპრილი 2024,   02:02
ვრცლად
ბრძანებებს არ გავცემდი - 20 ივნისის სისხლიანი ღამის მთავარი ფიგურანტი პროკურატურას არ დაუკითხავს

20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი კამერასთან პირველად გამოჩნდა. ანზორ ჩუბინიძე, რომელიც საპროტესტო აქციის დაშლის დროს პარლამენტის შენობასთან ფარით შეიარაღებული იდგა და სპეცრაზმელებს დარბევის ბრძანებებს პირადად აძლევდა, ამბობს, რომ ის პროკურატურას არც კი დაუკითხავს. კითხვები ჩუბინიძესთან ყველაზე მეტია. კანონით მას პარლამენტის დაცვა ევალებოდა, თუმცა სისხლიან ღამეს რატომ აძლევდა ბრძანებებს სპეცრაზმს, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არ ექვემდებარებოდა გამოძიების დასადგენია.

სისხლიანი ღამიდან 50-ე დღეს ივანიშვილის პირად მცველთან საუბრისას გაირკვა, რომ პროკურატურას კითხები არ ჰქონია. თავად უარყოფს, რომ 20 ივნისის ღამეს ბრძანებებს გასცემდა.

აქციის ის მონაწილეები, რომლებმაც 20 ივნისის მოვლენებს თვალს პირადად ადევნებდნენ აცხადებენ, რომ ანზორ ჩუბინიძე დიდი ინფორმაციის მატარებელია და ის აუცილებლად უნდა დაიკითხოს.  

არსებული ინფორმაციით, სისხლიან ღამეს ანზორ ჩუბინიძე იყო ადამიანი რომელიც პირდაპირ კავშირზე იყო ბიძინა ივანიშვილთან.

გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, რომლებიც 20 ივნისის შემდეგ გიორგი გახარიას გადადგომას და დამნაშავე სპეცრაზმელების დასჯას ყოველდღე პარლამენტის წინ ითხოვენ. შოთა დიღმელაშვილი შერჩევით სამართალზე საუბრობს. ამბობს, რომ როდესაც სამართალდამცავები დამონტაჟებული კადრების საფუძველზე აქციის მონაწილეებს აკავებენ ანზორ ჩუბინიძე გამოძიებას მინიმუმ უნდა გამოეკითხა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები