28 აპრილი 2024,   03:04
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება კარდენახში - 48 წლის ყოფილი პოლიციელი, ცივი იარაღით დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ქუჩური გარჩევა სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა - თანასოფლელმა ცივი იარაღით 48 წლის ყოფილი პოლიციელი, ვალერი კვაცაშვილი დაჭრა.

დაშავებულს ჭრილობები მხარისა და ზურგის არეში აქვს მიყენებული. მას დახმარება გურჯაანის საავადმყოფოში გაუწიეს და უკვე სახლშია გაწერილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ინცინდენტი სოფლის ცენტრში მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა, კვაცაშვილს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც უკვე დანით გაუსწორდა.

მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს დაზარალებული მხარე. შსს-ს ინფორმაციით, საქმე სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით აღიძრა. ინციდენტის მონაწილე ახალგაზრდა დაკავებული არ არის.

დღის ამბები