27 აპრილი 2024,   23:04
ვრცლად
"ნატოს ბლოკი, ეს არის ბლოკი, რომელიც კონფრონტაციისთვის შეიქმნა" - დიმიტრი პესკოვის განცხადება "კურიერთან" 

"რუსეთი თავისთავად იღებს ნებისმიერ, აუცილებელ ზომებს, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის" - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, ექსკლუზიურად "კურიერთან" საუბარის დროს გააკეთა. 

"კურიერმა" პრეს სპიკერს იმ მუქარის შესახებ ჰკითხა, რომელიც კრემლისგან მუდმივად ისმის, როდესაც საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას აფიქსირებს. დიმიტრი პესკოვი, ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოქმედებას საფრთხეს უწოდებს. მისი თქმით,  ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ბლოკი კონფრონტაციისთვის შეიქმნა და მისი თქმით, თუკი საქართველო ამ ბლოკთან ასოცირდება, ამ შემთხვევაში, საფრთხე საქართველოს ტერიტორიიდან დაიწყება.

პუტინის პრესსპიკერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთისათვის საქართველოს ნატოში გაწევრიანება მიუღებელია. 

პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საპასუხო ზომებს იღებს და ამაში გასაკვირი არაფერია.   

"რუსეთი თავისთავად იღებს ნებისმიერ, აუცილებელ ზომებს, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. უკვე არა ერთი ათეული წლის განმავლობაში, ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა მოძრაობს ჩვენი საზღვრებისკენ. ეს ჩვენ პირდაპირ გვემუქრება. ეს მუქარაა, იმიტომ რომ ნატოს ბლოკი, ეს არის ბლოკი, რომელიც კონფრონტაციისთვის შეიქმნა. ეს არ არის ბლოკი, რომელიც მშვიდობისთვის არსებობს და შესაბამისად, თუკი საქართველო, დავუშვათ, ასოცირდება ბლოკთან, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანასთან კონფრონტაციისთვის, მაშინ საფრთხე იწყებს მოქმედებას საქართველოს ტერიტორიიდან. ამიტომაც, როგორც ნებისმიერ ქვეყანა, რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რათა უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება. ამაში არაფერია აგრესიული," - აცხადებს დიმიტრი პესკოვი

დღის ამბები