26 აპრილი 2024,   09:33
ვრცლად
"თავისუფლება უკანონო პატიმრებს!"- აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

"თავისუფლება უკანონო პატიმრებს!"- ამ სახელწოდებით აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა შეწყალებების სერია გააპროტესტეს და პრეზიდენტს პირველ ეტაპზე გასათავისუფლებელი მსჯავრდებულების სიაც დაუტოვეს.

"ჩვენ დღეს მოვედით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იმისთვის, რათა დავეხმაროთ ქალბატონ პრეზიდენტს შესაწყალებელი პირების ვადაზე ადრე გასათავისუფლებელი პირების სიის შედგენაში. ქვეყანაში, სადაც 15-20 აბის გამო ახალგაზრდა ადამიანებს წირავენ და პირველ რიგში, ნარკოპოლიტიკა არის დასარეგულირებელი, გვსურს, რომ დროულად გამოუშვან ეს ადამიანები, სანამ შეიცვლება კანონი, დარეგულირდება, იქამდე მოხდეს ერთი დიდი ამნისტია" - განაცხადა აქციის მონაწილემ, ადვოკატმა ზაზა სვანაძემ. 

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის მკვლელობაში მსჯავრდებული პირები. შეწყალებებს  საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. 

დღის ამბები