14 ნოემბერი 2019,   03:25
ვრცლად
ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit-ზე შეთანხმებას მიაღწიეს

ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit-ზე შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას როგორც ბორის ჯონსონი, ასევე ჟან კლოდ იუნკერი ადასტურებენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ლონდონი ბლოკის დატოვებას 31 ოქტომბრამდე გეგმავს.

მანამდე გაირკვა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიულმა უნიონისტურმა პარტიამ ჯონსონის Brexit-ის გეგმა დაიწუნა. ამ პარტიის მხარდაჭერა ლონდონისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

როგორც პარტიაში განმარტეს, დიალოგისთვის მზად არიან. სადავო საკითხი ჩრდილოეთ ირლანდიაში საქონლის რეგულაციის წესებია. განცხადება ევროკავშირის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე გაკეთდა.   

დღის ამბები