20 ნოემბერი 2019,   01:21
ვრცლად
საპროკურორო საბჭოს წევრების ვინაობა უკვე ცნობილია  

პროკურორთა სახელები და გვარები, რომლებიც 4 წლის ვადით საპროკურორო საბჭოს წევრები გახდნენ, უკვე ცნობილია. საბჭოში სულ 8 პროკურორი იქნება. მათი ერთ-ერთი მოვალეობა სწორედ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატის პარლამენტისთვის შეთავაზებაა. 

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ შესაძლოა სასამართლო სისტემაში გადაინაცვლოს, აქტუალური გახდა კითხვა - ვინ შეცვლის მას. თადუმაძის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე კონკრეტულ გვარებზე ვერ საუბრობს, თუმცა ამ პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურასთან დაკავშირებით კარგი მოლოდინი აქვს.

"გენერალური პროკურატურის ნომერ პირველ კვოტაზე გაიმარჯვა ამირან გულუაშვილმა, გენერალური პროკურატურის ნომერ მესამე კვოტაზე გაიმარჯვა გვანცა გვიმრაძემ, ასევე, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურობის ნომერ მეოთხე კვოტაზე ბატონმა ირაკლი გაჩეჩილაძემ, გარდა ამისა, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე საოლქო პროკურატურების, თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების ნომერ მეხუთე კვოტაზე გაიმარჯვა ვლადიმერ ნარინდოშვილმა, ნომერ მეექვსე კვოტაზე გაიმარჯვა მერაბ ჯერანაშვილმა და ასევე, ნომერ მერვე კვოტაზე გამარჯვებულია ილია ჯანაშია,“ - განაცხადა პროკურატურის სამართალწარმოებისას ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კოკა კაციტაძემ.

დღის ამბები