28 აპრილი 2024,   05:48
ვრცლად
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს.

მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კონსტიტუციურ პროექტს პირველი მოსმენით დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

ცვლილებები, 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. 

ოპოზიცია განხილვებში აქტიურად ჩართვას და მის მხარდაჭერას გეგმავს.

დღის ამბები