27 აპრილი 2024,   23:31
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, პარტია "ქართულ ოცნებას" და საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. გიორგი ბეგაძის თქმით, ის  14 ნოემბერს პარლამენტში გამართულ კენჭისყრას არ დასწრებია, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ საქართველოს პარლამენტი საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას შეძლებდა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს საკმარისი მხარდაჭერა ექნებოდა:

"დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას!

სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრებოდი ბოლო დღეების სხდომებს და ვერც ვხედავდი რაიმე განსაკუთრებულ რისკს, რომ საკითხს არ ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა.

მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მიწევს ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება.

დღეიდან ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და შესაბამისად, უმრავლესობის პარტიას," - წერს გიორგი ბეგაძე.

შეგახსენებთ, დღეს კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა, ირინე ფრუიძემ და მარიამ ჯაშმა. ამ შედეგით პარლამენტის თავმჯდომარე პირველი მოადგილის, 3 საპარლამენტო კომიტეტი კი თავმჯდომარის გარეშე დარჩა.

დღის ამბები