26 აპრილი 2024,   10:59
ვრცლად
თუ ხელისუფლება ხელს აღმართავს მოქალაქეებზე, ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფების ხელისუფლებიდან გასტუმრება დაჩქარდება - სამადაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება ოპოზიციისა და აქციის მონაწილეების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, მაშინ პარლამენტი მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებს.

გარდა ამისა, სამადაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურ მდივანს მიმართავს, რომ თუ აქციის მონაწილეებზე რაიმე სახის ქმედება განხორციელდება, ეს ხელისუფლების ჩამოშორების პროცესს დააჩქარებს.

"ქართულ ოცნებას," თუ რა თქმა უნდა, გონება უჭრის და მის მაჟორიტარებს, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ისინი ახლა უნდა ითხოვდნენ უმრავლესობის შეკრებას და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და ეძებდნენ გამოსავალს იმ ვითარებიდან, რომელიც არის შექმნილი, იმიტომ რომ ეს კრიზისი მხოლოდ გაღრმავდება და ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ოპოზიციისა და საზოგადოების მოთხოვნების შესრულებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აქციები პერმანენტულ ხასიათს იღებს. პარლამენტს არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ იმუშავოს. ასე გაგრძელდება კანონიერი გზით ჩვენი უფლებების დაცვა.

მე მინდა მივმართო შსს და თბილისის სამარცხვინო მერს, საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალიან ნათელი გზავნილი გააკეთა და კონსტიტუციური უფლებაა მშვიდობიანი მანიფესტაცია და დემონსტრაცია. ამიტომაც თუ ვინმე აპირებს ხელი აღმართოს საკუთარ მოქალაქეებზე, ამას ექნება უმძიმესი შედეგი და დააჩქარებს იმას, რაც ისედაც გარდაუვალია, ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფების ხელისუფლებიდან გასტუმრებას," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები