08 მაისი 2024,   21:17
ვრცლად
სპეცრაზმი და სპეცტექნიკა პარლამენტის შენობასთან - აქციაზე ვითარება დაიძაბა

სპეცრაზმი და სპეცტექნიკა პარლამენტის შენობასთან. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობა სამართალდამცველთა ალყაშია. ისინი აქციის დასაშლელად შესაბამის ბრძანებას ელოდებიან.

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს ადგილის დასატოვებლად ნახევარსაათიანი ვადა მისცეს, თუმცა დემონსტრანტები არსად წასვლას არ აპირებენ.

ფოტო ეკუთვნის ნიკოლოზ ურუშაძეს.

დღის ამბები