07 დეკემბერი 2019,   18:04
ვრცლად
"ივანიშვილი სრულ პანიკაშია და ადეკვატურობის განცდა საერთოდ დაკარგა" - ხათუნა სამნიძე

"რესპუბლიკელების" ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანია მიტაცებულ სახელმწიფოს მიხედოს, ისე რომ მას არავინ ხელი არ შეუშალოს.

"ივანიშვილი სრულ პანიკაშია და ადეკვატურობის განცდა საერთოდ დაკარგა. არავის აზრი მას არ აინტერესებს, დღეს ეს საშინელი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ხალხი შეეშინებინა და სამწუხაროდ მას არ ეყო ტვინი, რომ ამით უარეს შედეგს მიიღებს, რადგან საკუთარ ხალხს ასე ცუდად ექცევა.

უამრავი ხალხი მოდის აქციაზე და ორივე შემოსასვლელი ჩაკეტილია. დარწმუნებული ვარ, ყველა იმ ადამიანს მიეცემა აქ მოსვლის შესაძლებლობა,  ვისაც ამის სურვილი აქვს," - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

მისივე თქმით, დაკავებულებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სრული ინფორმაცია არ აქვს.

პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია. პოლიციელებმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

დღის ამბები