26 აპრილი 2024,   11:20
ვრცლად
კანდელაკი თალაკვაძეს - წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად ხომ არ ჩამოფრინდით

"ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, არჩილ თალაკვაძემ სტამბოლიდან მასთან და გიგი წერეთელთან ერთად იმგზავრა.

კანდელაკმა  განცხადება არჩილ თალაკვაძის ვიდეომიმართვის საპასუხოდ გაავრცელა, სადაც ის აცხადებდა, რომ მედია დეზინფორმაციას ავრცელებდა და  ამ დღეებში არა საზღვარგარეთ, არამედ საქართველოს პარლამენტში, ჩვეულ სამუშაო რეჟიმში იმყოფებოდა.

"ბატონი არჩილ, თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებს არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მიდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ," - წერს გიორგი კანდელაკი ფეისბუკზე.

 

დღის ამბები