30 აპრილი 2024,   20:24
ვრცლად
ვისაც წვლილი მიუძღვის ადამიანების დასახიჩრებასა და გამწარებაში ყველა უნდა დაისაჯოს - გიორგი სულაშვილი 

გიორგი სულაშვილს, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი 20 ივნისის აქციის დაშლისას თვალის დაკარგვიდან 5 თვის შემდეგ მიანიჭეს, აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებსაც ადამიანების დასახიჩრებასა და გამწარებაში მიუძღვით ბრალი:

"დილით დამიკავშირდა პროკურატურა, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე მახარა, რომ დაზარალებულის სტატუსი მივიღე, თუ სასიხარულო შეიძლება, რომ დავარქვათ. რაც შეეხება საქმის მასალებს, ჯერჯერობით არ გავცნობივარ, არ მაქვს წვდომა, ერთ კვირაში ჩემი ადვოკატი საია-დან მივა და  გამოიტანს საქმის მასალებს.

იმედია, იქნება ის ადამიანი, რომელიც ამ სისხლიანი ღამისთვის დაისჯება. ვისაც კი პატარა წვლილი მიუძღვის 20-21 ივნისის ღამეს ადამიანების დასახიჩრების, ადამიანების გამწარების ჩადენაში, სულ ყველა აბსოლუტურად უნდა დაისაჯოს,"- განაცხადა გიორგი სულაშვილმა.

დღის ამბები