30 აპრილი 2024,   12:52
ვრცლად
როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან - "თავისუფლების ინსტიტუტი" დაბრუნდა

"თავისუფლების ინსტიტუტი" დაბრუნდა - საინიციატივო ჯგუფმა დღეს პრეზენტაცია სიმბოლურად პარლამენტის წინ, კარავში გამართა. ჯგუფი ეკონომიკის, განათლების, თავდაცვის, მართლმსაჯულებისა და სახელმწიფოს მართვის მიმართულებებით იმუშავებს. 

"თავისუფლების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორის სალომე ხვადაგიანის განცხადებით, ორგანიზაციის დაბრუნებისთვის მთავარი სტიმული შექმნილი პოლიტიკური კრიზისი გახდა.

"ქვეყანა დგას როგორც შიდა, ასევე საგარეო გამოწვევების წინაშე, ამიტომ "თავისუფლების ინსტიტუტი" თვლის, რომ უნდა დაბრუნდეს და შესთავაზოს გეგმა საზოგადოებას თუ როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. როდესაც ასეთი მძიმე ვითარება შეიქმნა, პოლიტიკური კრიზისი და შექმნა ეს მმართველმა პარტიამ, როდესაც მათ გადაგვაგდეს, შეგვპირდნენ პროპორციულ არჩევნებს და არ შეგვისრულეს, ანუ, ერთგვარად, მოიპარეს არჩევნები და მოატყუეს ხალხი. ასეთ დროს შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი და მე არ ვიცი სხვაგან სად შეიძლება იდგეს თავისუფლების ინსტიტუტის კარავი, თუ არა აქ და ახლა,"- განაცხადა სალომე ხვადაგიანმა

დღის ამბები