28 აპრილი 2024,   08:38
ვრცლად
ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ როგორც დღეს, ისე მომავალში, არც ერთი "ნაციონალი" არ იჯდება პარლამენტში

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციისა და მისი დაშლის შეფასებისას  ოპოზიციას "დესტრუქციული და უნიათო ძალა" უწოდა.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ შემდეგი არჩევნებისას პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ვერც ერთ მანდატს ვერ მოიპოვებს. 

"ოპოზიციამ საკუთარი თავი წარმოადგინა, როგორც აბსოლუტურად დესტრუქციულმა და უნიათო ძალამ. მე მაქვს დიდი იმედი, რომ როგორც დღეს არ ზის არც ერთი ნაციონალი სხდომათა დარბაზში, ასევე არ იჯდება არც ერთი ნაციონალი არც შემდეგ პარლამენტში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები