28 აპრილი 2024,   00:35
ვრცლად
ტრამპი მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესში მიიწვიეს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით კონგრესში მიიწვიეს.

დონალდ ტრამპს მიწვევის წერილი წარმომადგენელთა პალატის სასამართლო კომიტეტის ხელმძღვანელმა გაუგზავნა. თუ პრეზიდენტი 4 დეკემბერს დაგეგმილ მოსმენაზე მივა, კონგრესს მოწმეების გამოკითხვის შესაძლებლობა მიეცემა.

ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა მიწვევას შტატების პრეზიდენტი. კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ საჯარო მოსმენები უკვე მესამე კვირაა გრძელდება.

დღის ამბები