26 აპრილი 2024,   09:41
ვრცლად
თუ შეძლებენ კონსტიტუციასთან თავსებადი იდეის წარმოდგენას, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ - ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დისკუსიის განმავლობაში ცხადად გამოჩნდა, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით შედგა. კობახიძის თქმით, თუ ოპოზიცია შეძლებს კონსტიტუციასთან თავსებადი წინადადების წარმოდგენას მმართველი გუნდი მზადაა განიხილოს:

"ყველამ დაინახა რეალურად ამ დისკუსიის განმავლობაში, რომ გერმანული მოდელი არის ცხადად წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ეს იყო აბსოლუტურად ნათელი. შესაბამისად ოპოზიცია შემდგომ გადაერთო გარკვეულ იდეებზე, ოღონდ ეს არ იყო კონკრეტული წინადადება, ეს იყო ზოგადი იდეები, ერთმანეთშიც არ ჰქონდათ შეთანხმებული. თუ შეძლებენ ისინი რაიმე ისეთის წარმოდგენას, რომელიც არის თავსებადი კონსტიტუციასთან, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

დღის ამბები