26 აპრილი 2024,   12:04
ვრცლად
სამმართველოდან სამმართველოში დავდივართ და ვეძებთ, სად არიან ჩვენი დაკავებული წევრები - კახა კოჟორიძე

მოძრაობა "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის კახა კოჟორიძის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე მალავს ინფორმაციას, სად არიან აქციის დროს დაკავებული "ლელოს" წევრები.

"პარლამენტთან დააკავეს "ლელოს" რამდენიმე წევრი, მათ შორის გიორგი ბუნტური და ირაკლი კუპრაძე. ჩვენ სამმართველოდან სამმართველოში დავდივართ და ვეძებთ, სად არიან ჩვენი დაკავებული წევრები. 

სამწუხაროდ, შინაგან სამეთა სამინისტროში კაციშვილმა არ იცის სად არიან ისინი. ლეკიანობის დროს, ლეკები ამბობდნენ, სად იყო გატაცებული, მოიტანეთ გამოსასყიდი და წაიყვანეთ ადამიანიო. 

რაც ქვეყანაში ხდება, არის გულისამრევი სიტუაცია, რომ პოლიცია აკავებს და შემდეგ არ ამბობს, სად წაიყვანეს ეს დაკავებულები,"- აცხადებს კახა კოჟორიძე. 

პარლამენტის პიკეტირების დროს, დღეს 12 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის ლიდერებს და აქტივესტებს, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.

დღის ამბები