26 აპრილი 2024,   11:16
ვრცლად
აშშ-ს საელჩოს კიდევ ბევრჯერ ექნება საშუალება დარწმუნდეს, როგორი სტანდარტის სასამართლო მიიღო საქართველომ - გია ვოლსკი

საერთაშორისო ორგანიზაციების და მათ შორის ამერიკის საელჩოს განცხადებას და მათ ერთგვარ პრეტენზიებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით მმართველი გუნდი ეხმაურება.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ამბობს, რომ სასამართლო სისტემა იქნება გამჭვირვალე და ორგანიზაციები დარწმუნდებიან, რომ მმართველმა გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"გამჭვირვალობასთან დაკავშირებით აქვთ გარკვეული პრეტენზიები საერთაშორისო ექსპერტებს. ვფიქრობ, რომ იმ სტანდარტს, რომელსაც სასამართლო იმსახურებს საერთაშორისო რეიტინგებში, ექნება კვლავაც გამოკვეთილი კონტურები.

ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, ან თუნდაც - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, კიდევ ბევრჯერ ექნება საშუალება, დარწმუნდეს, თუ როგორი სტანდარტის სასამართლო მიიღო საქართველომ მას მერე, რაც ეს ორგანო აბსოლუტურად მიწასთან იყო გასწორებული," - აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები