28 აპრილი 2024,   02:40
ვრცლად
ევროკავშირი ბელორუსს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ბელორუსს მოუწოდებს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადოს, შემდგომში კი სასჯელის ეს ზომა საერთოდ გააუქმოს. დღეს  ცნობილი გახდა, რომ ბელორუსში 17 დეკემბერს 37 წლის მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს.

ალექსანდრე ოსიპოვიჩი ორი ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის გაასამართლეს და სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს.

ამ დროისთვის ბელორუსის ციხეში სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულებას კიდევ ორი პატიმარი ელოდება.

დღის ამბები