10 მაისი 2024,   17:46
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილო-დასავლეთ სირიაში სიტუაცია არ დასტაბილურდება, თურქეთი სირიელი ლტოლვილების ახალი ნაკადის მიღებას ვერ შეძლებს - ეს კი ევროპის ქვეყნებზეც აისახება.

ერდოღანის ინფორმაციით, რუსეთისა და ასადის მთავრობის მხრიდან იდლიბის პროვინციაში დაბომბვების გამო, თურქეთში გადასვლას ამჟამად 80 ათასი ადამიანი ცდილობს. მისივე თქმით, თურქეთის დელეგაცია აღნიშნული საკითხის განსახილველად დღეს მოსკოვში გაემგზავრება.

ერდოღანი ჩრდილოეთ სირიაში ე.წ "უსაფრთხო ზონის" შექმნას გეგმავს, სადაც მილიონ სირიელ ლტოლვილს დაასახლებს, ამისათვის კი, თურქეთის პრეზიდენტი საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

დღის ამბები