28 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
"საქართველოში გადაუდებელი მკურნალობის ანომალიურად მაღალი პროცენტია" - გიორგი გახარია

გიორგი გახარია კლინიკის ხელმძღვანელებს შეხვდა. პრემიერმა ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში ანომალიურად მაღალია გადაუდებელი მკურნალობის პროცენტი.

პრემიერი აცხადებს, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის მიზანი მოქალაქის დახმარება იყო, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე კი მოქალაქეს იმდენად მაღალი გადასახადის დამატება უწევს, რომ ვერც გრძნობს, ვის ეხება საყოველთაო ჯანდაცვა.

"საყოველთაო ჯანდაცვის წარმატება არის მნიშვნელოვანი და ამის შესანარჩუნებლად უნდა გადაიდგას პრაგმატული ნაბიჯები. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მიზნად უნდა ისახავდეს საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის უზრუნველყოფას. საქართველოში ანომალიურად მაღალი პროცენტია გადაუდებელი მკურნალობის - 85%-ზე მაღალი, დღეს მოქალაქე ჯანდაცვის ფარგლებში იმდენად ძვირს იხდის საკუთარი ჯიბიდან მაინც, რომ ადამიანები ვერ გრძნობენ, ეს საყოველთაო ჯანდაცვა ვის ეხება,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან დაადასტურა მთავრობის მზადყოფნა, გადადგას ნაბიჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრადობის შენარჩუნებისთვის და ხაზი გაუსვა ამ პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობის აუცილებლობას.

 

დღის ამბები