28 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს მხარი საკრებულოს 33-მა დეპუტატმა დაუჭირა. სხდომას ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ დასწრებია.  კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, მანამდე საკრებულოში კახა კალაძეს მოუსმინეს, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში, მერიის საქმიანობა შეაჯამა.

ქალაქის მერმა, სხდომის დასრულების შემდეგ ოპოზიციის შენიშვნებს უპასუხა. კახა კალაძემ განმარტა, რომ მათი შენიშვნები, რომელიც ეხებოდა ბიუჯეტში ადმინისტრაციული რესურსების გაზრდასა და არამიზნობრივ ხარჯვას, არის ტყუილი.

„არ ვიცი, რა პასუხი უნდა გავცე ამ ადამიანებს, ღირს კი საერთოდ პასუხის გაცემა? ჩვენთვის მთავარი არის საქმე, ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ღირსეულად შევასრულოთ ჩვენი უფლებამოსილება, რომელიც 4 წლით მოგვცა თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ და ჩვენ ჩვენი გაკეთებული საქმით დავამტკიცებთ ყველაფერს. არანაირი ადმინისტრაციული ხარჯი არ იზრდება, არანაირი არგუმენტები არ აქვთ ამასთან დაკავშირებით და ზუსტად იმიტომ არ გამოცხადდნენ დღეს სხდომაზე,“ - აცხადებს კახა კალაძე.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი. 

 

დღის ამბები