09 მაისი 2024,   10:50
ვრცლად
აქციები, შეტაკებები, მძიმე პოლიტიკური მოვლენები და სტიქიური უბედურებები - მსოფლიო მოვლენები 2019 წელს

აქციები, შეტაკებები, მძიმე პოლიტიკური მოვლენები და სტიქიური უბედურებები - როგორი იყო 2019 წელი მსოფლიოსთვის.

მასშტაბური აქციები გაიმართა ბრიტანეთში. ქუჩაში როგორც ევროკავშირის დატოვების, ისე ბლოკში დარჩენის მომხრეები გამოვიდნენ. გამოსვლები იყო ვენესუელაში, ჩილეში, ესპანეთში, ბოლივიაში, ჰონგ-კონგში, ირანში, ერაყში, ლიბანსა და ინდოეთში.

აქციები ხშირად პოლიციასთან შეტაკებებით მთავრდებოდა. დაღუპულია ათობით დემონსტრანტი. გაფიცვის და აქციების გამო, 2019 წელს პარიზი ფაქტობრივად პარალიზებული იყო. მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები. 

2019 წელს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად იქცა თურქეთ-სირიის საზღვარი. ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა თავისი სამხედრო ძალები ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე შეიყვანა.

წელს, მსოფლიო ყურადღების ცენტრში სულ სხვა მიზეზით მოხვდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ამ მიზეზით ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში წელს პირველად შობის საზეიმო ლიტურგია არ შესრულდა.

ბრაზილიაში ცეცხლის კერების მასობრივმა აფეთქებებმა წელს რეკორდი მოხსნა. განსაკუთრებულად შოკისმომგვრელი იყო ხანძარი ამაზონის ტყეში. საგანგები მდგომარეობაა ავსტრალიაში. კლიმატის ცვლილებების გაპროტესტების გამო, წლის აღმოჩენა გახდა 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა თანბერგი.

2019 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის, რომელსაც ახალი წევრი შეემატა. 

დღის ამბები