08 მაისი 2024,   09:46
ვრცლად
ზუგდიდში ახალი წლის ღამეს, ძმის სახლისა და მანქანების დაზიანებისთვის მამაკაცი დააკავეს

ზუგდიდში ახალი წლის ღამეს, ძმის სახლისა და მანქანების დაზიანებისთვის მამაკაცი დააკავეს. დაკავებულის ადვოკატის, თანდილა ჯოლოგუას ინფორმაციით, ძმებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ჰაერში გაისროლა. ამასთან, დამტვრეულია ავტომობილები და ჩამსხვრეულია სახლის მინები.

მისივე თქმით, პოლიციაში ზარი, შემდგომი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, რძალმა განახორციელა. მომხდარზე გამოძიება 151-ე, მუქარისა და 187-ე, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობას ამ წუთებში იწყებს.  

დღის ამბები