28 აპრილი 2024,   20:32
ვრცლად
პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის დამოუკიდებელი - არჩილ თალაკვაძე პატიმრების შეწყალებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მსჯავდრებული დეკანოზის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით სწორი და სახელმწიფოებრივი იყო. მისივე თქმით, შეწყალება მართლმსაჯულების პროცესის ალტერნატივა ვერ იქნება.

"ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. კონსტიტუციით და კანონმდებლობით პრეზიდენტს აქვს დისკრეცია, რომ თავად მიიღოს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება.

პრეზიდენტის აქცენტები შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით იყო სწორი და სახელმწიფოებრივი. რა თქმა უნდა, შეწყალება ვერ იქნება გამოყენებული მართლმსაჯულების პროცესის ალტერნატივად და შეწყალება ვერ იქნება რაოდენობრივი თვალსაზრისით ისეთი მასშტაბის, როგორიც ეს იყო წინა შემთხვევებში," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაშიგიორგი მამალაძე ვერ მოხვდა. პრეზიდენტმა 5 მსჯავრდებული შეიწყალა.

დღის ამბები