26 აპრილი 2024,   10:24
ვრცლად
10 ფოტოკადრში მოქცეული თანამედროვე თბილისი - ქვეყნის საიმიჯო კონკურსისთვის ფოტოები უკვე შეირჩა

ფოტოხელოვანმა თანამედროვე თბილისი საკუთარ ობიექტივში, ქვეყნის საიმიჯო კონკურსისთვის მოაქცია.

ნამუშევრები ახალი პლატფორმისთვის, ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქის შესახებ კიდევ უფრო ბევრმა ტურისტმა რომ გაიგოს, ფოტოები თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შეირჩა.

საქართველოს დედაქალაქის სავიზიტო ბარათი 2020 წლისთვის საქართველოში მოღვაწე ფოტოხელოვანების თვალით დანახული 10 კადრი იქნება.

კონკურსის მონაწილეებმა თბილისი სხვადასხვა კუთხით დაინახეს და გადმოსცეს.

პროფესიონალი ფოტოხელოვანების გარდა ჟიურიში თბილისის მერი, მისი მოადგილეები და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელიც იყო.

2020 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულების კონკურსში ჩვენი დედაქალაქის კონკურენტები იქნებიან: ლონდონი, ვენა, ათენი, რომი, ამსტერდამი, პრაღა, პარიზი, და ა.შ.

გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდება. ხმის მიცემა დღეიდან დაიწყო და 5 თებერვლამდე გაგრძელდება. ხმის მიცემის წესები თბილისის მერიის ვებგვერდზეა მითითებული.

დღის ამბები