26 აპრილი 2024,   09:40
ვრცლად
მართლმადიდებლები დღეს ნათლისღებას აღნიშნავენ, პატრიარქი სამების ტაძარში წირვას აღავლენს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს 10:00 საათზე დაიწყო.

წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში დიდ აიაზმაში წყალკურთხევის წესი შესრულდება, რომლის დროსაც პატრიარქი სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალს აკურთხებს. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. 

დღის ამბები