26 აპრილი 2024,   11:06
ვრცლად
პრინცი ჰარი ტიტულზე უარის თქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ სამეფო ტიტულზე უარის თქმის შემდეგ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა.

"ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო" - განაცხადა პრინცმა ჰარიმ და განმარტა, რომ მას და მეგანს დედოფლის სამსახურში დარჩენა სახელმწიფო დაფინანსების გარეშე სურდათ, ეს კი შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ, წყვილს სამეფო ტიტულზე უარის თქმა მოუწია.

გუშინ, ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი „მისი სამეფო უმაღლესობის“ ტიტულით აღარ ისარგებლებენ, სახელმწიფო სახსრებს ვეღარ მიიღებენ და დედოფალს ოფიციალურად აღარ წარმოადგენენ.

დღის ამბები