28 აპრილი 2024,   05:51
ვრცლად
რაღაცნაირ ძველბიჭურ "მოუდში" გადავიდა "ქართული ოცნება" - უგულავა აშშ-დან გამოგზავნილ წერილებზე ხელისუფლების რეაქციას აფასებს

საქართველოში ისევ აქტუალურია ამერიკელი კონგრესმენების გზავნილები. ამჯერად კიდევ ერთი განცხადება, ტვიტერით, ამერიკელმა უილ ჰარდმა გაავრცელა. მან საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესების შეფასებისას ახსენა ირანსა და ჰონგ კონგში არსებული პროტესტიც და აღნიშნა, რომ ეს თავისუფლების მოყვარული ადამიანების რეაქციაა.

კონგრესმენის განცხადებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, იმის პარალელურად, თუ რა შეფასებები აქვს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობას თავისუფალ სამყაროში, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ძველბიჭურ პოლიტიკას აწარმოებს მოკავშირეებთან:

"როდესაც საქართველოს საპროტესტო მოძრაობას ადარებენ ირანის და ჰონგ კონგის საპროტესტო მოძრაობებს და კიდევ ერთი კონგრესმენი ამბობს, რომ ჩვენ უნდა მხარში დავუდგეთ თავისუფლების მოყვარე, რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ ხალხს, აი ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ აბსურდულ პროცესებს. რაღაცნაირ ძველბიჭურ "მოუდში" გადავიდა "ქართული ოცნება", ჩავალთ ახლა დაველაპარაკებით ძმაკაცები, ამას დაემსგავსა "ქართული ოცნების" მთელი პოლიტიკა," - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები