28 აპრილი 2024,   04:45
ვრცლად
ნიკა მელიას შეფასებით, მოკავშირეების მხრიდან წამოსულ კრიტიკას, "ოცნების" ხელისუფლება სირაქლემას პოზიციაში ხვდება

ამერიკელი კონგრესმენის უილ ჰარდის მიერ ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ირანსა და ჰონგ კონგში არსებულ პროტესტს ადარებს და ამბობს, რომ ეს თავისუფლების მოყვარული ადამიანების რეაქციაა, თბილისში ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას თქმით, მოკავშირეების მხრიდან წამოსულ კრიტიკას, "ქართული ოცნების" ხელისუფლება სირაქლემას პოზიციაში ხვდება:

"დომინოს პრინციპით მიჰყვა ერთი მეორეს და არ დასრულდება სანამ ხელშესახებ შედეგს არ დაინახავს მთელი თავისუფალი სამყარო, ასე სირაქლემას პოზიციაში ყოფნას როდემდე აპირებს "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ იგი არის უბრალოდ ნირწამხდარი და დაბნეული. 

სიმართლე უნდა არსებობდეს, რომ აიღო, ოკეანეს გადაუფრინოჩაფრინდე და მოკავშირეებს გაესაუბრო, ეს სიმართლე როგორც ასეთი არ არსებობს. ჭეშმარიტება არის ერთი და ეს არის, რომ პროპორციული არჩევნები უნდა დაიდოს,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები